weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ეკონომიკის სამინისტრო: ივლისში ქუთაისის აეროპორტი 75 000 მგზავრს მოემსახურა

10:55 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 75 372 მგზავრს მოემსახურა.

სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 52 %-ით გაიზარდა. 2017 წლის ივლისში ქუთაისის აეროპორტი 49 629 მგზავრს მოემსახურა.

„რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება. 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 %-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310 115  მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია“,- განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა ნაკადის ზრდას მომავალ თვეებშიც ელის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]